ჩვენ ვეხმარებით თემის მოსახლეობას ბუნებრივი კატასტროფებისთვის მზადყოფნაში
ვეხმარებით ადგილობრივ ხელისუფლებას და შესაბამის სტრუქტურებს ბუნებრივ კატასტროფებზე რეაგირებაში
ვეხმარებით თემის მოსახლეობას და ხშირად პირველები ვახდენთ კატასტროფებზე რეაგირებას კარგად მომზადებული და აღჭურვილი მოხალისეების მეშვეობით
სტიქიური უბედურებების და შეიარაღებული კონფლიქტების დროს, ჩვენ ვეხმარებით დაზარალებულ მოსახლეობას საკვებით და სხვა სახის ნივთებით
საინფორმაციო-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებით, ვეხმარებით მოსახლეობას შიდსთან და ტუბერკულოზთან დაკავშირებული სტიგმის და დისკრიმინაციის დაძლევაში
ვეხმარებით ტუბერკულოზის კონტროლის ეროვნულ პროგრამას წარმატებული მკურნალობის მაჩვენებლების გაუმჯობესებაში ამბულატორული პაციენტების მკურნალობაზე დამყოლობის გაძლიერებით, ფსიქოლოგიური მხარდაჭერითა და საინფორმაციო-საგანმანათლებლო საქმიანობების განხორციელებით; საქართველოში ტუბერკულოზის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით, ვახორციელებთ ადვოკატირების, კომუნიკაციის და სოციალური მობილიზაციის საქმიანობებს.
ხელს ვუწყობთ ქვეყანაში სისხლის მარაგის გაზრდას ახალგაზრებს შორის ნებაყოფლობითი, უანგარო სისხლის დონაციის პროპაგანდით
ვეხმარებით ადგილობრივ მოსახლეობას კატასტროფების, კონფლიქტების, დაავადებების და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაუდებელი სიტუაციების უარყოფითი შედეგების შემცირებაში პირველი დახმარების სწავლების და სერვისების მიწოდებით
ვზრუნავთ ხანდაზმულთა კეთილდღეობაზე, მათ გაძლიერებაზე და მათი უფლებების დაცვაზე.