საქართველოს წითელი ჯვარი

აირჩიეთ მიმართულება

აირჩიეთ რაოდენობა
შემდეგ

როგორ ვეხმარებით მოსახლეობას?

  • ჩვენ ვეხმარებით თემის მოსახლეობას ბუნებრივი კატასტროფებისთვის მზადყოფნაში
  • ვეხმარებით ადგილობრივ ხელისუფლებას და შესაბამის სტრუქტურებს ბუნებრივ კატასტროფებზე რეაგირებაში
  • ვეხმარებით თემის მოსახლეობას და ხშირად პირველები ვახდენთ კატასტროფებზე რეაგირებას კარგად მომზადებული და აღჭურვილი მოხალისეების მეშვეობით
  • სტიქიური უბედურებების და შეიარაღებული კონფლიქტების დროს, ჩვენ ვეხმარებით დაზარალებულ მოსახლეობას საკვებით და სხვა სახის ნივთებით
  • საინფორმაციო-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებით, ვეხმარებით მოსახლეობას შიდსთან და ტუბერკულოზთან დაკავშირებული სტიგმის და დისკრიმინაციის დაძლევაში
  • ვეხმარებით ტუბერკულოზის კონტროლის ეროვნულ პროგრამას წარმატებული მკურნალობის მაჩვენებლების გაუმჯობესებაში ამბულატორული პაციენტების მკურნალობაზე დამყოლობის გაძლიერებით, ფსიქოლოგიური მხარდაჭერითა და საინფორმაციო-საგანმანათლებლო საქმიანობების განხორციელებით; საქართველოში ტუბერკულოზის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით, ვახორციელებთ ადვოკატირების, კომუნიკაციის და სოციალური მობილიზაციის საქმიანობებს.
  • ხელს ვუწყობთ ქვეყანაში სისხლის მარაგის გაზრდას ახალგაზრებს შორის ნებაყოფლობითი, უანგარო სისხლის დონაციის პროპაგანდით
  • ვეხმარებით ადგილობრივ მოსახლეობას კატასტროფების, კონფლიქტების, დაავადებების და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაუდებელი სიტუაციების უარყოფითი შედეგების შემცირებაში პირველი დახმარების სწავლების და სერვისების მიწოდებით
  • ვზრუნავთ ხანდაზმულთა კეთილდღეობაზე, მათ გაძლიერებაზე და მათი უფლებების დაცვაზე.